intel
Friday, August 2, 2019
Friday, July 19, 2019
Wednesday, November 18, 2015
დღე 9
დღეს გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.მოვისმინეთ და ვნახეთ ჯგუფის წევრების მიერ შესრულებული პროექტები. განვიხილეთ ნამუშევრები, რომლებიც ზუსტად პასუხობდა იმ მოთხოვნილებებს, რასაც ითვალისწინებდა სასწავლო კურსი გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს თავისი შინაარსით რესურსებით და ჩანიშვნებით ვისწავლე პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, პროექტის შაბლონის შევსება თავისი გეგმით,შინაარსით და ჩატარებული პროცედურებით. . პროექტის შექმნა ყოველთვის საშინელება მეგონა, მაგრამ კურსის მოსმენის და ჩატარებული აქტივობების შემდეგ დავრწმუნდი, არ ყოფილა ისე ძნელად შესასრულებელი და მიუღწევადი 21–ე საუკუნის უნარ– ჩვევების ფლობის შემთხვევაში.მოსმენილი კურსის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები მომავალში გამომადგება შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი შედეგების მიღწევაში .
Sunday, November 15, 2015
დღე 8
დღეს ვიმუშავეთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშწყობისა და მოსწავლეთა შეფასების მიზნით,მოდულის ფარგლებში შევქმენი ვებრესურსი .დავგეგმე თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენი მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის. მეცადინეობაზე დავამუშვეთ თ უ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.
Saturday, November 14, 2015
დღე 7
წინა მეცადინეობა ობიექტური მიზეზების გამო გამიცდა და და არ მქონდა საშინაო დავალება შესრულებული,მიუხედავად იმისა, რომ კვირის განმავლობაში მქონდა მცდელობა გამეგო, მაგრამ არ გამოვიდა.მოვედი და ჩემი პროექტის რამდენიმე საკითხი წაშლილი დამხვდა.მისი თავიდან შევსება დამჭირდა ტრენერმა ისე გასაგებად ახსნა დავალება გავიგე, მივიღე რჩევები, თუ როგორ უნდა შეივსოს შეფასების რუბრიკა და რამდენად დროულად ხდება მისი გამოყენება პროექტზე მუშობისას.მოდული 6-ზე მუშობისას მივხვდი ინდივიდუალური წვდომის მნიშვნელობას ,რაც ძალიან კარგად გამოიყენა გვანცამ მუშობისას.ვნახეთ რომ ასეთი მიდგომა აუცილებელია, მაგრამ დიდ დროს მოითხოვს, აქაც მოგვცა მითითება, გამოვიყენოთ ბლუმის და გარდნერის მატრიცა მოსწავლეთა ინდივიდუალური ცოდნის დონის და ინტელექტის დასადგენად.
Sunday, November 1, 2015
დღე 4
დღეს პირველად ისე შემეშინდა,მეგონა რაც ვიცოდი ვერ გავიხსენებდი,ეს შეეხო პროექტზე მუშაობის დროში გაწერილ გეგმას,რამაც დამანახა, რომ არსებობს ხუთი სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების სტრატეგია, მათ შორის პროგრესის მონიტორინგი თვითრეგულაციის და თანამშრომლობის ხელშეწყობა და მოსწავლეთა სწავლის სწორი მიმართულების შენარჩუნების სტრატეგიები. ახლა უფრო დავაფასე ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობა.მივხვდი, თუ როგორ უნდა გადავიტანო კითხვები სქემაში და როგორ უნდა მოვახდინო მათი რეალიზება პროექტზე მუშაობისას უწყვეტ რეჟიმში.
Saturday, October 31, 2015
დღე 3
გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შედგენას შაბლონის მიხედვით.მუშაობა წარიმართა ძალიან საინტერესოდ,გვანცა ნაბიჯ-ნაბიჯ გვიხსნიდა მუშაობის ყველა ასპექტს,შესაბამისად ძალიან იოლად გავერკვიე პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებში, რაც ძალიან დამეხმარა ჩემი პროექტისთვის კითხვების ჩამოყალიბებაში.
Subscribe to:
Posts (Atom)