Wednesday, November 18, 2015

დღე 9

დღეს გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.მოვისმინეთ  და  ვნახეთ ჯგუფის წევრების მიერ შესრულებული  პროექტები. განვიხილეთ ნამუშევრები, რომლებიც ზუსტად პასუხობდა იმ მოთხოვნილებებს,  რასაც  ითვალისწინებდა სასწავლო  კურსი  გავეცანი  ინტელის  სახელმძღვანელოს თავისი შინაარსით  რესურსებით და ჩანიშვნებით ვისწავლე  პროექტის  მახასიათებლების   ჩეკლისტი, პროექტის   შაბლონის  შევსება  თავისი გეგმით,შინაარსით და ჩატარებული  პროცედურებით.  . პროექტის  შექმნა  ყოველთვის  საშინელება  მეგონა, მაგრამ კურსის  მოსმენის  და  ჩატარებული  აქტივობების  შემდეგ  დავრწმუნდი,   არ  ყოფილა ისე  ძნელად  შესასრულებელი და  მიუღწევადი  21–ე საუკუნის  უნარ– ჩვევების  ფლობის  შემთხვევაში.მოსმენილი  კურსის  ფარგლებში  შესრულებული  სამუშაოები მომავალში  გამომადგება  შემოქმედებითი  უნარების  წახალისებასა  და  საბოლოოდ  უკეთესი  შედეგების  მიღწევაში .

No comments:

Post a Comment